მარტვილის გამგეობასთან შეკრებილი ადამიანები გამგებლის მამუკა დანელიას და საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ გოროზიას გადადგომას მოითხოვენ.
მოსახლეობა ზაალ გოროზიასა და მისი ძმის სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც ითხოვს, და ძმებს მარტვილში მიწების უკანონო გაყიდვაში ადანაშაულებენ.
შეკრებილმა მოსახლეობამ გამგეობის შენობაში შეჭრა და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქცია ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთანაც იგეგმება, სადაც მხარის გუბერნატორი ზაზა გოროზია შეხვედრას მართავს გამგებლებთან და სავარაუდოდ სწორედ იქ იმყოფება მარტვილის გამგებელი მამუკა დანელიაც.
მარტვილის მოსახლეობა დაშლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე არ აპირებს.