გია უდესიანს და არჩილ ჩიქობავას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრობის უფლება შეუჩერდათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ საანგარიშო - საარჩევნო ყრილობაზე მიიღეს.
აღმასრულებელი კომიტეტიდან რამდენიმე ადამიანის დათხოვის საკითხი სხდომაზე სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა და ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დეპუტატმა შოთა ხაბარელმა დააყენა. ხაბარელი მოითხოვდა, რომ აღმასკომი დაეტოვებინათ იმ პირებს, რომლებიც არ არიან ძიუდოს ოჯახის წევრები და წინა ხელისუფლების დროს მათი დანიშვნა პოლიტიკური და თანამდებობრივი ნიშნით მოხდა.
ასეთ პირთა სიაში მოხვდნენ გია უდესიანი, დავით გობეჯიშვილი, მერაბ ჩიქობავა და გიორგი ასანიძე.
დელეგატების გადაწყვეტილებით, გია უდესიანი და მერაბ ჩიქობავა აღმასკომის წევრები აღარ არიან, ხოლო გიორგი ასანიძე და დავით გობეჯიშვილი, როგორც დამსახურებული სპორტსმენები, მინიმუმ შემდეგ ყრილობამდე აღმასკომის წევრებად და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებად რჩებიან.