საქართველო ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მან საქართველო ოფიციალურად მიიწვია ამ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
„მე აღვნიშნე საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების უზურნველყოფაში და მისი მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში. მოვიწიე საქართველო დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ჩარჩო ხელშეკრულებაზე ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე" - განაცხადა ეშტონმა.