ლეგენდარული The Rolling Stones 5 წლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. ჯგუფი პირველ კონცერტს დღეს, ლონდონის დიდ სცენაზე გამართავს. კოლექტივი ხელახლა ყოფილმა მონაწილემ მიკ ჯაგერმა შეკრიბა, სწორედ მისი ინიციატივა იყო სცენაზე დაბრუნება. პირველ საკონცერტო შოუზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 40 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
ჯგუფის ბოლო კონცერტი ორწლიანი ტურნეს A Bigger Bang-ის ფარგლებში მ უსიკოსებმა 2007 წელს ლონდონში გამართეს. ამ დროის განმავლობში ჯგუფმა 32 ქვეყანაში 4,5 მილიონი თაყვანისმცემლის წინაშე დაუკრა. ტური ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა ჯგუფის მუსიკალურ ისტორიაში, - მან მუსიკოსებსა და ტურნეს ორგანიზატორებს 558 მილიონი დოლარი მოუტანა.
შეგახესენებთ, რომ 12 ნოემბერს გამოვიდა The Rolling Stones ახალი ალბომი სახელწოდებით Grrr! რომელიც ამ ლეგენდარული ჯგუფის არსებობის 50 წლიან ისტორიას მიეძვნა. ცნობილი ჰიტების გარდა ალბომში შევიდა ორი ახალი კომპოზიცია - One More Shot და Doom and Gloom.
ამ უკანასკნელ სიმღერაზე „Doom and Gloom“ ჯგუფმა ბოლო შვიდი წლის განმავლობში პირველად, ახალი ვიდეოკლიპიც გადაიღო.
ვიდეოს რეჟისორია იონას აკერლუნდი, რომელიც ადრე მადონასთან მუშაობდა კლიპზე „Ray of Light“, U2-სთან Beautiful Day-ზე, ლეიდი გაგასთან Telephone-ზე, რაიმშტაინთან Pussy-ზე, Maroon 5-თან Moves Like Jagger-ზე, რობი უილიამსთან Come Undone-ზე და ა.შ.
კლიპში სხვებთან ერთად გადაღებულია შვედი მსახიობი ნუმი რაპასი, სტიგ ლარსონის „მილენიუმის“ ეკრანიზაციიდან. გარდა ამისა, ის გადაღებულია ჰოლივუდურ ფილმებში, მათ შორის გაი რიჩის „შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში“ და რიდლი სკოტის „პრომეთე.“
კლიპში რაპასი ებრძვის ზომბებს, ცეკვავს ნახევრადშიშველი, მონაწილეობას იღებს The Rolling Stones გამოსვლაში და აკეთებს ბევრ სხვა რამეს, მუსიკალურმა კრიტიკოსებმა კლიპს უკვე უწოდეს ყველაზე აპოკალიფსური.