თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს თავმჯდომარედ მამუკა ახვლედიანი დაინიშნა.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამია ფხაკაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოში განახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას.
მამუკა ახვლედიანი 2000-2007 წლებში უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, 2007 წელს დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ, ხოლო 2007 წლის სექტემბრიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.
მამია ფხაკაძე 2007 წელს მოსამართლედ დაინიშნა, ხოლო 2010 წლის ივლისიდან თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.