პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დეპუტატ გია გაჩეჩილაძის მიერ კოლეგის პულტის გამოყენების მიზეზის შესწავლას სთხოვს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უსუფაშვილმა განაცხადა, ბოლო პლენალურ სხდომაზე, ერთ-ერთმა დეპუტატმა სხვისი პულტი გამოიყენა.
„ამის თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ვთხოვ, რომ ეს საკითხი შეისწავლოს - თუ რა მოხდა. კომიტეტის წარმომადგენლებს ვთხოვე, რომ ბიუროს მომავალ სხდომაზე დასკვნა წარმოგვიდგინონ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ გასულ კვირას, პლენარულ სხდომაზე სხვისი პულტი გამოიყენა. ანუ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ტრადიცია უმრავლესობის წევრმა გააგრძელა და პულტით სარგებლობის პირველი ფაქტიც დაფიიქსირდა.