საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის დირექტორი მანანა ელიაშვილი სააგენტოს შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც მან from.ge-ს განუცხადა, სააგენტოდან თანამშრომლები მართლაც გათავისუფლდნენ, თუმცა ეს არა დახურვას, არამედ რეორგანიზაციას უკავშირდება.
„ინფო 9“-ში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და არ იხურება. ჩვენ 250 კორპუნქტი გვქონდა და ამ ეტაპზე სამწუხაროდ, ამ რაოდენობის ჟურნალისტები არ გვესაჭიროება. თუმცა, ჩვენ გვაქვს მათთან ურთიერთობა და ვიცით მათი შესაძლებლობები. ამიტომ, როგორც კი გაჩნდება ახალი საზოგადოებრივი პროექტები, ჩვენ მათ დავუკავშირდებით და ამ პროექტებში ჩავრთავთ“ - განუცხადა from.ge-ს მანანა ელიაშვილმა.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ინფო 9“-ს მხოლოდ 2012 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა ეარსება, სიმართლეს არ შეესაბამება.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9"-ში შტატების შემცირებასა და შესაძლო დახურვის შესახებ სააგენტოს უკვე ყოფილი თანამშრომლები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერენ.