საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ეწვია.
ეშტონის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათისთვის დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
გამგზავრების წინ კი, 17:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ქეთრინ ეშტონი ბრიფინგს გამართავს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აზიური ტურნეს დაწყებამდე ეწვია.