შემოსავლების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის შეფასებით, პროკურატურის გადაწყვეტილება ებანოიძის დაკითხვასთან დაკავშირებით პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.
სწორედ ამის შესახებ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება.
ჯერ-ჯერობით უცნობია ებანოიძის პროკურატურაში დაბარების მოტივი.