ბიზნესმენი ლევან პირველი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
ამის შესახებ, ბიზნესმენმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში სკაიპის მეშვეობით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სარჩელი შემაქვს სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან ის პირდაპირ ეთერში ცრუ ბრალდებებს მიყენებდა. მან ეთერში მკვლელობაში ბრალდებულად გამომაცხადა მაშინ, როდესაც ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილიც კი არ ვყოფილვარ. ეს იყო ჩემს წინააღმდეგ ცუდად აგორებული შავი პიარი“,- განაცხადა პირველმა.
მისივე თქმით, საქართველოში მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება.
პირველი პრეზიდენტთან ერთად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის სასამართლოში ქართულ გამოცემა „ჯორჯიან ონლაინსაც“ უჩივლებს.