ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა საქმის ახალი მასალები განასაჯაროეს. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ „კუდ“-ის თანამშრომლები გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს მიერ არჩეულ ადვოკატებზე უარი ათქმევინონ მათ და „კუდ“-თან დაახლოებული იურისტების დახმარებით ისარგებლონ.
გიორგი აბდალაძის განცხადებით, ეს ვიდეოჩანაწერები იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რაზეც ამ დროის განმავლობაში საუბრობდნენ.
„აქ კარგად ჩანს, ჩემსა და ზურაბ ქურციკიძეზე ზეწოლის ფაქტები. ეს ერთი ეპიზოდია, არსებობს სრული არქივი ყოველი დღე, ციხეში გატარებული ყოველი წუთი და ყველაფერი ასახულია ამ არქივში. ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა მანქანა, ჩვენ საქმეში უშუალოდ დაინტერესებულნი იყვნენ, შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ისინი პირადად ხელმძღვანელობდნენ ჩვენს წინააღმდეგ დაგემილ უკანონობას“,- განაცხადა აბდალაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მალე დაიწყოს და მათ ის ბრალი მოეხსნათ, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსბემა წაუყენეს.