საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ერთი თვის თავზე უმრავლესობაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ" ვერ შეასრულა ის სოციალური დაპირებები, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, დარჩიაშვილის თქმით, საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებით იქნებიან შერჩეულნი პატიმრები.
„რა თქმა უნდა, პერიოდულად ამნისტია საჭიროა, მაგრამ საინტერესოა, ვინ მოხვდება ამ სიებში. დღეს დაგეგმილია ქეთრინ ეშტონის ვიზიტი საქართველოში. საკითხი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებას, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, მაგრამ ამ პროცესზე უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე შიდა პროცესები. დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება არადემოკრატიული საქმეებისთვის აისახება საერთაშორისო ურთიერთობებზე" - აღნიშნა დარჩიაშვილმა.