რუსეთის პრემიერის და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პრეზიდენტობა ის მდინარეა, სადაც ორჯერ შეიძლება შეხვიდე, ამისთვის კი მას საკმარისი ძალა და ენერგია გააჩნია. ეს განცხადება პრემიერმა Agence France-Presse-სა და Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე უკვე არაერთხელ შევსულვარ ამ მდინარეში და ეს სწორედ ის მდინარეა, რომელშიც ორჯერ შეიძლება შეხვიდე“,-განაცხადა მედვედევმა.
პრემიერის განცხადებით, ის პრემიერი არ გახდებოდა, ვლადიმერ პუტინი რომ ხელისუფლების პირველ პირად არ მოსულიყო.
„მე პრეზიდენტად ყოფნის შემდეგ, პრემიერმინისტრის რანგში თუ ვინმესთან კომფორტულად ვმუშაობ, ეს მხოლოდ ერთი ადამიანია-ვლადიმერ პუტინი“,-აცხადებს მედვედევი.