ფოტოაპარატი „ლეიკა“, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით 1955 წელს იყო დამზადებული ვენის აუქციონზე 1,6 მილიონ ევროდ გაიყიდა.
კამერა M3D Leica ადრე ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფს დევიდ დუგლას დანკანს ეკუთვნოდა. მისი საწყისი ღირებულება 300 ათასი ევრო იყო.
აუქციონის ორგანიზატორი იყო ფოტოგალერეა Westlicht. წარმოდგენილ ლოტებს შორის იყო კოსმოსის პირველი ფოტოების კოლექცია. NASA რამდენიმე ათასი ფოტოსლაიდი 200 ათას ევროდ გაიყიდა. საბჭოთა კავშირის კოსმოსის თემაზე შექმნილი ფოტო კი, 60 ათას დოლარად გაიყდა.