ვანის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით კაკაბაძის პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ადასტურებენ.
ამ წუთებში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით კაკაბაძემ დაკავებული თანანმდებობა დატოვა. საკითხის გადამოწმება, from.ge-მ ვანის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა ლეჟავასთან სცადა, რომელიც ინფორმაციას არ ფლობს.
„რა ხდება, არ ვიცი. მგონია, რომ ეს ინფორმაცია სისულელეა. ეს ინფორმაცია თქვენგან პირველად მესმის“, - დასძინა ლეჟავამ.
იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე კი, აცხადებს, რომ კაკაბაძე შვებულებაშია.
„კაკაბაძეს განცხადება აქვს დაწერილი და შვებულებაშია წასული“, - დასძინა ბალავაძემ.
რაც შეეხება ბალავაძის ვანში ჩასვლის მიზეზს, ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ის რეგიონებს სისტემატიურად სტუმრობს.