გერმანიის ფედერალური აუდიტორული ოფისის წევრი, დოქტორი - მათიას მერინგი ხვალ, პარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
ამის შესახებ from.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მათიას მერინგი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ონოფრიშვილს შეხვდება. ასევე სტუმარი საჭიროებისამებრ, საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია პრეზენტაცია თემაზე - „უმაღლესი აუდიტორული ორგანოსა და პარლამენტის თანამშრომლობა“ - გერმანული გამოცდილება.
ასევე შეხვედრებზე GIZ-თან შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.