სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დღეს ბრუნდება.
„პატრიარქს საქართველო ძალიან მოენატრა. როდესაც მის უწმინდესობას ტელეფონით ვესაუბრე, მითხრა, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე წუთებს ითვლის. ჩვენც მოხარული ვართ, რომ პატრიარქი დაგვიბრუნდება და მამობრივი დარიგებით შეგვეწევა" - ბრძანა გუშინდელ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.
უწმიდესი ჩეხეთში 14 ნოემბერს დასასვენებლად გაემგზავრა. პარალელურად, მან 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსიც გაიარა.