ცნობილი რუსული პოპ-ჯგუფი „ВИА Гра“ 2013 წლის 1 იანვარს არსებობას შეწყვეტს. ამის შესახებ, ოფიციალური განცხადება, ჯგუფის პროდიუსერმა კონსტანტინ მელაძემ გააკეთა. მან НТВ-ის, ტელეეთერში ჯგუფის დაშლის დეტალებსა და შემოქმედებითი ჯგუფის რეაქციებზე ისაუბრა.
კონსტანტინ მელაძე ჯგუფს არსებობის დღიდან ხელმძღვანელობს. „ВИА Гра“ მისი პროდუქტია, რომელიც, როგორც პროექტი უნდა დაიხუროს, რადგან თავისი თავი ამოწურა და ახლა აუცილებელია ზედმეტი „გაუგებრობები“ თავიდან აიცილონ. ჯგუფის პროდიუსერი აცხადებს, რომ არა მხოლოდ შემსრულებლების შემადგენლობა იშლება, არამედ მთელი შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობში ამ პროექტზე მუშაობდა.
მელაძემ ჯგუფის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილებაზე მისი წევრების რეაქციაც გაიხსენა. „საბოლოო განცხადების მოსმენის შემდეგ ჯგუფის სოლისტები, ალბინა ჯაბაევა და ევა ბუშმინა ისტერიკაში ჩავარდნენ, ძალიან განიცადეს და იტირეს კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე იყვნენ „მზად ყველაფრისთვის“-ამბობს მელაძე
ჯგუფი „ВИА Гра“ 1999 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული მუსიკალური პროექტია. ჯგუფს 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, 30-ზე მეტი ვიდეოკლიპი და 4 მიუზიკლი. ისინი ყოველთვის იპყრობდნენ, რუსული მუსიკალური ჩარტების ათულებს. არიან მრავალი მუსიკალური პრემიის ლაურეატი, მათ შორის „ოქროს დისკის“, „ოქროს გრამაფონისა“ და ა.შ. ჩაწერილი აქვთ დუეტები ცნობილ რუს შემსრულებლებთან, მათ შორის ვალერი მელაძესთან. ჯგუფი თავიდანვე კომერციული პროექტი იყო და გაამართლა კიდევაც. ვიაგრამ არსებობის მანძილზე 13 სოლისტი გამოიცვალა.