სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მილიარდიანი ფონდის ამოცანები დაასახელა
ფონდი შემდეგი მიმართულებით იმუშავებს: მცირე მიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო –სამეურნეო კორპორაციების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობაში ჩართული კომპანიების იაფი კრედიტებით უზრუნველყოფა, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინასების უზრუნველყოფა და სასოფლო–სამეურნეო დაზღვევის ხელშეწყობის განხორციელება.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მუშაობა მიმდინარეობს პრემიერის მიერ გახმოვანებულ უპრეცედენტო ხვა–თესვის პროგრამის შექმნისთვის, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგეგმება ახალი ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოტანა, ასევე დაგეგმილია სამელიორაციო სამუშაოებისთვის ტექნიკის შეძენა.
ამასთან, პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სარწყავი სისტემების აღდგენა ზოგიერთ რეგიონში ზამთარშივე მოესწრება.
გარდა ამისა, მისივე სიტყვებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაზაფხულამდე თითო რეგიონში თითო ახალი საშუალო და მცირე გადამამუშავებელი ქარხანა გაჩნდეს. ივანიშვილის თქმით, მთავრობას სურს, უახლოეს გაზაფხულზე შექმნას უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში არსებული სავარგული მიწების მაქსიმალური რაოდენობა დაიხვნება და დაითესება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს