აფხაზეთის დეფაქტოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია აღსდგეს სანაოსნო და საჰაერო კავშირები თურქეთსა და აფხაზეთს შორის, კიდევ უფრო მნიშვნელოავანია თურქეთმა აფხაზური პასპორტები აღიაროს.
„ჩვენ ძალიან გვსურს აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო და საჰაერო კავშირების აღდგენა. ჩვენი მიზანია სხვა სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით კი მეზობელმა ქვეყნებმა აღიარონ აფხაზური პასპორტები, რათა აფხაზებმა თურქეთში თავისუფლად გადაადგილება შეძლონ. ჩვენი მიზანია აფხაზეთის იზოლაციიდან გამოყვანა, თურქეთთან კავშირები კი ამაში დაგვეხმარება“,-განაცხადა ჩირიკბმა.
აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდა თურქული ქალაქის სიდეს დელეგაცია აბდულკადირ უჩარის ხელმძღვანელობით, გაფორმდა მეგობრული ხელშეკრულება სოხუმსა და ქალაქ სიდეს შორის. აფხაზურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სიდე აუცილებლად დაეხმარებს სოხუმს ტურიზმის შემდგომ განვითარებაში.