ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პეტრიაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპს, საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტს, თავდაცვის მინისტრ ურმას რეინსალუს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს - მარკო მიჰკელსონსა და ტაავი როივას, ასევე საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელს ანდრეს ჰერკელს შეხვდება.
გაიმართება ალექსი პეტრიაშვილისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე, დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ტრეინინგების ცენტრის მონახულება.