ჰოლივუდის ინგლისელი მსახიობი, ქალთა გულთამპყრობელი ჯუდ ლოუ, როგორც ჩანს შეყვარებულია. ამჯერად მის კოსტიუმერს, ელენ კროუშოუს გაუმართლა და ჯუდის გული სწორედ მან მოიგო. წყვილმა ერთმანეთი ოქტომბრის თვეში, საფრანგეთში გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ჯუდი დაკავებული იყო ფილმში „დონ ჰემინგუეი“, ელენი კი ფილმის კოსტიუმერია. თავიდან შეყვარებულები გრძნობების დამალვას ცდილობდნენ, თუმცა როგორც ყოველთვის მალე ყველაფერი ნათელი გახდა. ერთ-ერთ კორპორატიულ წვეულებაზე სენ-ტროპეში, „დონ ჰემინგუეის“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ნათელი გახდა, რომ ლოუსა და კროუშოუს შორის რაღაც ხდებოდა.
„ისინი ერთმანეთს წამითაც არ მოშორებიან, მთელი საღამო ერთად გაატარეს და ძალიან ბედნიერებიც ჩანდნენ“-ამბობს წვეულების ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც იმასაც აღნიშნავს რომ ჯუდი ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან შეიცვალა, „სიყვარულმა ჯუდი, უკეთესობისკენ შეცვალა“-აღნიშნავს წყარო.
ჯუდი ბოლო შეყვარებიულს სიენა მილერს გასულ წელს დაშორდა და მას შემდეგ პაპარაცებს არავისთან შეუნიშნავთ.