კატალონიაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში, „ნაციონალისტებმა“, რომლებიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეები არიან, საერთო ჯამში, ორჯელ ნაკლები ადგილები მოიპოვეს, ვიდრე წინა არჩევნებზე.
ესპანეთის მმართველი მემარჯვენე პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, კატალონიაში აღარ არის პოპულარული „მემარცხენეების“ ექსტრემისტური იდეები. „ სეპარატისტები დამარცხდნენ, პარლამენტში ნაციონალმა-დეპუტატებმა უფრო ნაკლები ადგილები აიღეს, ვიდრე ორო წლის წინ. აი, რას მიაღწია არტურ მასის პოლიტიკამ“,-აცხადებს „მემარჯვენეთა“ ლიდერი ალისია კომაჩო.
პარტია „კონვერგენცია და კავშირის“ თავმჯდომარის არტურ მასისი განცხადებით კი, ეს არ არის დამარცხება, რადგან „სეპარატისტებმა“, როგორც მათ კატალონიასა და ესპანეთში უწოდებენ, მაინც სხვებზე მეტი ადგილების მოპოვება შეძლეს.
„მიუხედავად იმის, რომ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ აბსოლუტური უმრავლესობა, რაზეც გათვლა მქონდა, ჩვენ მაინც ორჯელ მეტი ადგილები მოვიპოვეთ, ვიდრე სხვა პარტიებმა“,-აცხადებს მასი. მასის განცხადების საფუძველს იძლევა ის, რომ „კონვერგენციის და კავშირის“ მოკავშირე „მემარცხენეთა“ პარტიამ მეტი მანდატი მიღო, ვიდრე წინა წელს და ამრიგად, „სეპარტისტთა“ კომპენსირება მოახდინა.