საქალაქო სასამართლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ „ამომრჩეველთა ლიგის“ სარჩელის განხილვას იწყებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგასა და“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის დავის საგანი პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრეზიდენტის განკარგულებით, გასხვისებული სახელმწიფო ქონების შესახებ საჯარო ინფორმაციაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.