მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა თანამდებობა დატოვა. გუბერნატორის მოვალეობას კი მისი პირველი მოადგილე გიორგი კიკნაველიძე ასრულებს.
უწყების საზოგადოებასთან სამსახურში აცხადებენ, რომ ჩოჩელმა გადადგომის შესახებ მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 22 ნოემბერს მიმართა და მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება ადმინისტრაციაში უკვე არსებობს.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჩოჩელმა სამსახურიდან წასვლამდე თანამშრომლებს მისი მოვალეობის შემსრულებლად პირველი მოადგილე გიორგი კიკნაველიძე წარუდგინა.