რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე სამხედრო გემი ღაზას სექტორში გაემგზავრა. ამ განცხადებას რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათი განმარტებით, სამხედრო გემების გაგზავნა იმისთვის გახდა საჭირო, რომ ღაზას სექტორში მყოფი რუსეთის მოქლაქეები სამშობლოში დააბრუნონ.
„სარაკეტო კრეისერის და 4 სამხედრო გემის ღაზას სექტორში გაგზავნა იმისთვის გახდა საჭირო, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის დროს, ღაზას სექტორში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო“,-აღნიშნავენ სამხედრო საზღვაო ფლოტში.