დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთი წყალშია ჩაძირული, მოვარდნილმა წყალმა სახლის და შენობების პირველი სართულები დატბორა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ის მანქანით მგზავრობისას, მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა. 3 000 ადამიანი ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი.
უელსში ყველა დიდი მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა, რამდენიმე ადგილას მიწი ჩამოწვა.
იმისთვის, რომ შემდგომი ტრაგედიები თავიდან აიცილონ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საავტომობილო და სარკინიგზო გზები გადაკეტა.
რამდენიმე ასეული ადამიანი ევაკუირებულია, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.