ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმედინეჯადის განცხადებით, მსოფლიოში კაპიტალიზმის ერა დამთავრდა და კაცობრიობა ახალ ერაში იწყებს ცხოვრებას. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა პაკისტანში ვიზიტისას გააკეთა.
„ჩვენ მოწმე ვართ ჰეგემონიისა და კოლონილიზმის ახალი, უფრო რთული სისტემის განვითრებისა, რომელიც ჩაჭიდებულია პლანეტის რესურსებს და ჩვნგან აღებული ხარკით ცოცხლობს. ყოფილი კოლონიალისტები და მონათმფლობელები ახალ ლოზუნგებს გვთავზობენ, რათა გაახანგრძლივონ საკუთრი დოქტრინები“,-აცხადებს პრეზიდნეტი.
აჰმედინეჯადის განცხადებით, კოლონიალისტები ვეღარ გააგრძელებენ ასე ცხოვრებას და მათ ჰეგემონიას და ბატონობას მსოფლიში ბოლო მოეღება.
„ჩვენ ვიპოვით შესაძლებლობებს, რათა ჰეგემონია, ერთმხრივი აქციები, ოკუპაცია, შეიარაღება და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევები დავამარცხოთ“,-განაცხადა აჰმედინეჯადმა.