ინგლისისა და შოტლანდიის მეფის კარლ I-ის ქარვის საჭადრაკო დაფა Sotheby’s-ს აუქციონზე გაიყიდება. ექსპერტთა შეფასებით, წითელი და ყვითელი ქარვის ჭადრაკის დაფა XVII -ია დამზადებული და კენინსბერის „ოქროს საუკუნის“ ყველაზე დახვეწილ ნამუშევარს მიეკუთვნება, აქ წლების განმავლობაში ქარვისგან უნიკალურ ნივთებს ამზადებდნენ. დაფის საწყისი ფასი აუქციონზე ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
საჭადრაკო დაფა კარლ I-მა მამამისისგან იაკობ I-ისგან მიიღო მემკვიდრეობით.გადმოცემის თანახმად, როდესაც სამოქალაო ომის პერიოდში, მაცნემ სასახლეში მოიტანა ამბავი შოტლანდიის მეფის და პარლამენტის ღალატის შესახებ, დიდებულებს ჭადრაკის თამაშიც არ შეუწყვეტიათ.
ჭადრაკის დაფა კარლ I-მა მისი თავის მოკვეთის დღეს, 1649 წლის 30 იანვარს მეფემ ქარვისგან დამზადებული ჭადრაკის დაფა სამახსოვროდ თავის მეგობარს ეპისკოპოს ულიამ ჯაკსონს დაუტოვა, რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ის ჯაკსონების ოჯახში ინახებოდა, შემდეგ კი ხესკეტების საგვარეულოს საკუთრებაში აღმოჩნდა.