გიგა კუხიანიძის სიმღერაზე „ჯორჯია“ ვიდეორგოლის გადაღება დასრულდა. კლიპში მარიამ კახელიშვილი, „ ბზიკები”, „ქენდი”, „The FUNKIDS" სხვა 60-მდე ბავშვთან ერთად საქართველოს უმღერიან. საბავშვო ევროვიზიის მონაწილეების გარდა, სიმღერას „ბზიკები სტუდიოს“ ბავშვებიც ასრულებენ. კოსტიუმები სპეციალურად ბავშვებისთვის დიზაინერმა მარიკა ქურდუბაძემ შეიქმნა, ხოლო ვოკალურ მხარეზე სოფო ოყრეშიძემ იზრუნა.
ამ სიმღერის დისკებს ქართველი კონკურსანტები ჰოლანდიაში მეათე საბავშვო ევროფესტივალის მონაწილეებს საჩუქრად გადასცემენ.
2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი The FUNKIDS სიმღერით “Funky Lemonade“ წარადგენს. ჯგუფი The FUNKIDS მე-10 ნომრად იმღერებს. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა და წელს კონკურსში მეექვსედ მონაწილეობს.
მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) პირველ დეკემბერს ჩატარდება. კონკურსში წელს 12 ქვეყანა მონაწილეობს.