ამერიკელი მხატვარი ნოელ კრუზი უცნაური შემოქმედებითაა დაკავებული, - ის ბარბის თოჯინებს ამზადებს, თუმცა უცნაური ამაში ისაა, რომ ეს თოჯინები მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების ასლებია. კომპანიისთვის Mattel ნოელი ყველასთვის საყვარელ ადამიანებს თოჯინებად აქცევს.
სამოსის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ზუსტი არჩევით, ნოელი თოჯინებს მეტად რეალურს ხდის, ისინი მართლა ძალიან ემსგავსებიან ცნობილ ადამიანებს. დამეთანხმებით, ბავშვებისთვის ორმაგად სასიამოვნოა თუ მათი საყვარელი ბარბი, ანჯელინა ჯოლი ან შერი იქნება. ნოელის კოლექციაში ორივე მათგანთან ერთად თავს, ჰარი პოტერი, ჯონი დეპი, ენ ჰეთუვეი, ელისაბედ ტეილორი, შერონ სტოუნი, მერილ სტრიპი, კრისტიენ დასტი, უიტნი ჰიუსტონი და „ვამპირის დღიურების“ ყველა პერსონაჟი იყრის თავს. ნოელის თოჯინები არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც საინტერესო და სასურველი ხდება. ისინი წარმოდგენილია ინტერნეტ-აუქციონზეც, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ბარბი,-ანჯელინა ჯოლი 4300 დოლარი ღირს.
მართალია, მისი შეძენა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ზოგიერთი განებივრებული შვილის მშობელი, უარს ნამდვილად არ ამბობს.