ნიუ-იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით, მეგაპოლისში ბენზინზე შეზღუდვა მოიხსნა, რადგან ქალაქის ბენზინგასამართი სადგურების 85%-ის ფუნქციონირება აღსდგა.
ქარიშხალ „სენდის“ შემდეგ, ამერიკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს, რამაც ქვეყანაში ბეზნინის მკვეთრი დეფიციტი გამოიწვია. დაახლოებით, სამი კვირის წინ, მეგაპოლისის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ბენზინის სიმცირისა და რიგების გამო, საწვავი ქალაქში შემდგენაირად გაიყიდება-ლუწნომრიანი მანქანები ბენზინს ლუწ რიცხვებში იღებდნენ, ხოლო კენტნომრიანი მანქანის პატრონები ბენზინს კენტ რიცხვებში ჩაასხამდნენ.