ტელეკომპანია „მაესტრო“ 28 დეკემბრიდან საერთო მაუწყებლად გადაკეთდება, 4 მარტიდან კი „მაესტროს“ მეორე არხი გავა ეთერში.
აღნიშნულის შესახებ, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სავარაუდოდ, 28 დეკემბრიდან „მაესტრო“ საერთო მაუწყებლად გადაკეთდება, ანუ ჩვენ გარდა ახალი ამბებისა და თოქ შოუებისა, შემოგთავაზებთ სხვადასხვა გასართობ გადაცემებს, იუმორისტულ შოუებს, კარგ კინოს და მრავალ საინტერესო პროექტს. 4 მარტიდან კი, ეთერში დამატებით გავა „მაესტროს“ მეორე არხი - „მაესტრო news“, რომელიც მხოლოდ ახალ ამბებს გააშუქებს“,- განაცხადა ღლონტმა.