ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის ფინანსური სამიტი ჩაიშალა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს რაიმე უმნიშვნელო შეთანხმების მიღწევაც კი.
ბრიუსელში ორი დღის განმავლობაში ევროპელები ცდილობდნენ 2012-2020 წლის ევროკავშირის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა უშედეგოდ. როგორც სამიტის ზოგიერთი წარმომადგენელი შეხვედრების დასრულების შემდეგ აცხადებდა, შეთანხმება ვერც საბიუჯეტო სტურქტურის შესახებ შედგა.
ცხარე კაამათი გაიმართა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველ პირებს შორის. დევიდ კემერონმა მტკიცედ განუცხადა უარი ვეროკავშირის წარმომადგენლებს, საკუთარი ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების შემცირების ხარჯზე, კავშირის სხვა ქვეყნებისთვის ტრანშის გაზრდა მომხდარიყო.