გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღეს და ხვალ შეხვედრებს საგარეჯოს, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან გამართავენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან და კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებით პედაგოგების მოსაზრებების მოსმენაა.
ცენტრის წარმომადგენელები მასწავლებლებს დეტალურად გააცნობენ მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს და უპასუხებენ მათ კითხვებს.
24 ნოემბერს შეხვედრები გაიმართება: 11:00 საათზე - საგარეჯოში (მე-4 საჯარო სკოლა); 12:00 საათზე - გურჯაანში (სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა).
25 ნოემბერს შეხვედრები გაიმართება: 12:00 საათზე - თელავში (უნივერსიტეტის დარბაზი); 12:00 საათზე - ყვარელში (ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი).
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი შეხვედრებს გურჯაანსა და თელავში დაესწრება, საგარეჯოსა და ყვარელში პედაგოგებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე შეხვდება.