ეგვიპტის ცენტრალურ მოედანზე წუხანდელი ღამე ასობით ეგვიპტელმა გაათენა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მიერ მიღებული კანონმდებლობის გამო, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას უსაზღვროდ ზრდის. ეგვიპტიოს ოპოზციიამ მას “ეგვიპტელი ფარაონების შთამომავალიც“ უწოდა.
ქაიროში წუხელ მთელი ღამის განმავლოაბში შეტაკება გრძელდებოდა აღელვებულ ეგვიპტელებსა და სამართალდამცავებს შორის, დაშავებულები ორივე მხარეს არიან. ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, აღელვებულმა დემონსტრანტებმა „ძმები მუსლიმების“ ოფისებიც დაანგრიეს.