არაბული მასმედიის ინფორმაციით, ქურთების პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ისინი გაერთიანდნენ და ბრძოლას სირიელი ოპოზიციონერების წინააღმდეგ გააგრძელებენ.
„დასავლეთ ქურთისტანის სახალხო საბჭომ და სირიელი ქურთების ეროვნულმა საბჭომ შეხვედრაზე, რომელიც ერაყში გაიმართა, გადაწყვიტეს გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება შეექმნათ, რომელიც დაიცავს სირიის ქურთულ რაიონებს და შეებრძოლება სირიის განმანთავისუფლებელ არმიას“,-ნათქვამია მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ სირია-თურქეთის მდებარე ქალაქ რას ალ-აინში ბრძოლები გაიმართა სირიის განმანთავისუფლებელ არმიასა და ქურთების დაჯგუფებას შორის, შეტაკების შედეგად დაიღუპა 40-მდე ადამიანი.
ქურთები სირიის რესპუბლიკს 23 მილიონიანი მოსახლოების 10%-ს შეადგენენ.