საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ამ ეტაპზე, იმის საშიშროებას და შესაძლებლობას ვერ ხედავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის შემადგენლობის 2/3 გააკონტროლოს.
როგორც From.ge-ს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, წიკლაურმა განუცხადა, უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ძალიან ბევრ ისეთ რამეს გააკეთებდა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან კავშირში არ იქნებოდა.
მისი თქმით, უმცირესობა იმ კანონპროექტების ცვლილებების მხარს არ დაუჭერს, რომელიც ხელისუფლების გადაცემასა და ვადების კორექტივებას შეუწყობს ხელს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი რიგებიდან ხალხის გადაბირების მცდელობები იქნება, რადგან ამას უკვე ადგილი ჰქონდა. იყო შანტაჟისა და გადაბირების სხვადასხვა ხერხები. ვეცდებით, რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ და ხელების გადაგრეხით ისეთი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას არ დავუშვებთ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩაფიქრებული“, - დასძინა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციურად მმართველობის საპარლამენტო მოდელის ამოქმედება პრეზიდენტის არჩევნებამდე მოხდება.