პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, შიიტების რელიგიური პროცესის მსვლელობისას, ბომბი აფეთქდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ქალაქ დერა-ისმაილ-ჰანს, სადაც შიიტები რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, სუნიტების შეიარაღებული ჯგუფები განაგებენ, რომლებიც შიიტების ნამდვილ მუსლიმობას არ აღიარებენ.
შიიტები შიშით ელოდებიან მუსლიმური კალენდრის პირველი თვის-მუხარმას დასრულებას, რომლის დროსაც, ყოველთვის ხდება სუნიტი მუსლიმების გააქტიურება შიიტების წინააღმდეგ.
რამდენიმე დღის წინ, ისლამაბადთან ახლოს, შიიტების სადღესასწაული პროცესიის მსვლელობისას ბომბი აფეთქდა, რომლის დროსაც 23 შიიტი გარდაიცვალა.