ცხინვალის ციხე სამმა ქართველმა დატოვა

ცხინვალის ციხე სამმა ქართველმა დატოვა

ოსური მხარის მიერ, დატყვევებული სამი ქართველი  ძმები გია და აკაკი აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

ძმები გია და აკაკი აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი ორი თვის წინ გორის რაიონის სოფელ კირბალთან ოსურმა მხარემ დე-ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ.

ოსურ მხარესთან მათ გასათავისუფლებლად ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დვალიშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი აწარმოებდნენ.

გათავისუფლებულ ქართველებს ისინი ერგნეთის ტერიტორიაზე დახვდნენ.