გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა, რუსეთი უფლებადამცველების და ჟურნალისტების დევნასა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ წამებაში დაადანაშაულა.
The Associated Press -ის ინფორმაციით, 10-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ამ საკითხთან დაკავშირებით,მოხსენება მოამზადა და რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართა.
„საჭიროა მოიძებნოს სწრაფი და ეფექტური ზომები, რათა მოხდეს ყველა სახის წამების და სასტიკი მოპყრობის შეწყვეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით და პასუხისგებაში მიენენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია“,-ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.
ექსპერტებმა დაკვნა ჟენევის 49 სესიის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადეს.