კრწანისის სასწავლო ცენტრში უბედური შემთხვევა მოხდა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რიგითი მამედ გულიევი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 12.00 საათისთვის, წვევამდელი გულიევი პოლიგონზე სამსახურეობრივ შემოვლას აწარმოებდა, როდესაც მან საბრძოლო მასალა შენიშნა.
წინასწარი მონაცემებით, ის ჭურვის დაშლას თვითნებურად შეეცადა. მის მიერ გამოჩენილი გაუფრთხილებლობის გამო ჭურვი მოქმედებაში მოვიდა და აფეთქდა. მამედ გულიევი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მალევე შეიარაღებული ძალების ხლმძღვანელობა და ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მივიდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რიგითი გულიევი სამი თვეა, რაც საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში მსახურობს.
თავდაცვის სამინისტრო უბედური შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.