ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი, რომელიც უკვე 44 წლისაა, წელს კარიერის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ამ თარიღთან დაკავშირებით მან ახალი ალბომიც ჩაწერა და წიგნის გამოცემასაც აპირებს. წიგნის სახელწოდებაა „კაილი/მოდა“ , მასში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დიზაინერების მიერ მომღერლისთვის შექმნილი სასცენო კოსტიუმები. გამოცემას ცნობილი მოდელიორების ის კომენტარებიც დაერთვება, რომლებიც უშუალოდ კაილი მინოუგის ეხება. „ჩვენთვის ყოველთვის საპატიო მისაა, ჩვენი პატარა პრინცესასთვის რამე განსახკუთრებულის შექმნა“ -ამბობენ დიზაინერები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა.
კაილი მინოუგი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ კარიერა მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და ახლაც პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია. ის ჯერ კიდევ არ აპირებს სასიყვარულო ურთიერთობებს ოფიციალური სახე მისცეს. „ვფიქრობ ამით შევიზღუდები. მე არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომელთათვისაც ქორწინება ცხოვრების ძირითადი საყრდენია. მეშინია ერთ სივრცეში არ ჩავიკეტო, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი თავისუფლების შეგრძნებაა, ვფიქრობ მე სხვებს არ ვგავარ, ამას მართალია ბევრი სირთულე მოაქვს, მაგრამ მირჩევნია ინდივიდუალური ვიყო, თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ“-ამბობს კაილი.
ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი - კაილი მინოუგი 1968 წლის 28 მაისს მელბურნში, ავსტრალიაში დაიბადა. კაილი გრემის ჯილდოს მფლობელია. ის 11 წლის ასაკიდან მონაწილეობდა სატელევიზიო საპნის ოპერებში. განსაკუთრებულ წარმატებას 1980-იან წლებში მიაღწია, როცა ითამაშა ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“ და პარალელურად, პოპ შემსულებლადაც ჩამოყალიბდა. უორნერ მიუზიკ ავსტრალიაზე დაყრდნობით, მონოუგს მსოფლიო მასშტაბით 40 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
კაილი ყოველთვის დიდი პოპულიარობით სარგებლობდა თანამდროვეობაში. მომღერალს ცხოვრებაში უამრავი ტკივილის გადაიტანა მოუწია. ყველაზე ძლიერი კი, მისგან დამარცხებული სენი იყო. 2005 წელს მომღერალს მკერდის სიმსივნე დაუდგინეს, მაშინ 43 წლის ვარსკვლავი დროული დიაგნოსტიკისა და წარმატებული ოპერაციის წყალობით საბოლოოდ განიკურნა. მკერდის კიბოს დამარცხებით კაილი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და სამეცნიერო ხარისხი ისე მიიღო, რომ უნივერსიტეტიც კი არ დაუმთავრებია.
სახელგანთქმულმა ბრიტანულმა უნივერსიტეტმა Anglia Ruskin-მა მას ვალეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამიერიდან სრული უფლება აქვს, საკუთარ თავს დოქტორი მინოუგი უწოდოს და ხელიც ასევე მოაწეროს. ვარსკვლავს ასეთი საპატიო ტიტული სარძევე ჯირკვლის სიმსივნესთან ბრძოლაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მიანიჭეს.
მას შემდეგ მომღერალი სცენას აქტიურად არ დაბრუნებია და უფრო დიდ დროს საქველმოქმედო საქმიანობას უთმობდა, კაილი სპეციალურ პროგრამებში ჩაერთო და მკერდის სიმსივნის პროფილაქტის პროპაგანდას შეუდგა.