ოფიციალური ანკარის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ღელავს და ნერვიულობს რუსეთი მის საზღვართან Patriot-ის რაკეტების განლაგების გამო.
ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიის ოპოზიცური კოალიცის ლიდერთან მოაზომ ალ-ხათიბთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„არცერთ მხარეს, მითუმეტეს რუსეთს არ აქვს მღელვარების საფუძველი“,-აცხადებს დავუთოღლუ.
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადება გააკეთა, რომ რუსეთი შეშფოთებულია სირია-თურქეთის საზღვართან ნატოს რაკეტების განლაგებით.