საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რაგბის საერთაშორისო საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრას რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრემ მური, საბჭოს განვითარებისა და სანაკრებო განყოფილების თავმჯდომარე მარკ იგანი, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოში რაგბის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.