სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება.
ამის შესახებ, სოზარ სუბარმა ბადრაგის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„რეალურად, იმ კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც სექტემბერის ბოლოს მოხდა, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პრაქტიკულად რეჟიმი სრულიად მოიშალა და ჩვენ ამ რეჟიმს ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ. ეს არ იქნება რეჟიმი, რომელიც ადამიანის წამებაზე იყო დამყარებული, მაგრამ ეს იქნება ძალიან სამართლიანი, თუმცა ამავდროულად მკაცრი რეჟიმი. ყველა ადამიანი, ვინც ეცდება, რომ რეჟიმი დაარღვიოს, კანონის წინაშე პასუხს აგებს, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არ იქნება რეჟიმი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და მათი ღირსების ხელყოფაზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა სუბარმა.