ისრაელის მხარემ იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ხუთი პალესტინელი პარლამენტარი დააპატიმრა, რომლებიც მოძრაობა ჰამასთან იყვნენ დაკავშირებულნი.
„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის გახლავთ პალესტინის პარლამენტის მდივანი მაჰმუდ ალ-რამახი და ქალაქ ჰევრონის ჰამასისი მოძრაობის ლიდერი ბასემ აზ-ზაარირი“,-განაცხადა პალესტინის სასჯელაღსრულების მინისტრმა იად აბდომ.
დაკავებები იორდანიის მარცხენა სანაპიროზე მეორე დღეა მიმდინარეობს. ისრაელის სამხედროების განმარტებით, ეს ღაზის სექტორის მხრიდან თელ-ავივის მიმართულებით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს და თელ-ავივში ავტობუსის აფეთქებას უკავშირდება.