Financial Times-ის ინფორმაციით, მილიონობით ამერიკელმა მადლიერების დღის სადღესასწაულო ინდაურის ჭამას თავი დაანება და მაღაზიებს მიაშურა. წელს საშობაო სეზონის ფასდაკლებით გაყიდვები არა „შავ პარასკევს“, როგორც ამას ამერიკაში უწოდებენ, არამედ ხუთშაბათს , მადლიერების დღეს დაიწყო.
ყოველწლიურად „შავი პარასკევი“ სულ უფრო და უფრო იწევს და ამერიკლებიც საშობაო ფასდაკლებით სულ უფრო ადრე სარგებლობენ.
გამოცემის ტანახმად, მიჩიგანის შტატის ერთ-ერთ მაღაზიაში, მყიდველებმა ქუჩაში გამოტანილი დახლებიც კი დააზიანეს, რათა 2-ჯერ უფრო იაფად შეეძინათ ახალი ტელევიზორები.
გამოკითხვების თანახმად, ყოველი მესამე ამერიკელი სულმოუთნელად ელოდება საშობაო ფასდაკლებების დაწყებას მაღაზიებში და მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთებასაც გეგმავს.