დროა დაიმსხვრეს ხალხში გავრცელებული სტერეოტიპი, იმის შესახებ, რომ ვირი სულელი და ჯიუტი ცხოველია, რადგან სინამდვილეში ვირები ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანები არიან. ბრისტოლსკის ცენტში, HorseWorld-ში ცხოვრობს მხატვარი ვირი სახელად „პიკასო-პეტი“, რომლესაც ჭამისა და დასვენების გარდა, აკვარელითა და ზეთის საღებავებით, შესანიშნავი აბსტრაქტული ნამუშევრები შექმა, ფეხბურთის თამაში და კოცნაც შეუძლია.
2005 წელს ერთი წლის პეტი რუმინეთში აუქციონზე შეიძინეს და ბრისტოლში დააბინავეს. ცხოველი თავდაპირველად ძალიან ნერვიული და ჭირვეული იყო, ხალხის ეშინოდა და HorseWorld-ის სხვა ბინადრებს არ ეკონტაქტებოდა. დროთა განმავლობაში პეტი დამშვიდდა და მასში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. ერთ დღეს, მან შენიშნა ცენტრის თანამშრომელი, მხატვარი ვიკი გრენსლეიდი, რომელიც პარკის ეზოში ხატავდა, პეტიმ გადაწყვიტა „დახმარებოდა“ მას და სწორედ ამ დროს აღმოაჩნდა მას ხატვის განსაკუთრებული ნიჭი.
ვიკი გრენსლეიდი ვირს სამი კვირის განმავლობაში ასწავლიდა ხატვას. ამ მოკლე დროშიპეტიმ ისწავლა არა მხოლოდ, ფუნჯის დაჭერა, არამედ ქაღალდზე ხატვაც. ის ჭკვიანი მოსწავლე აღმოჩნდა და უკვე დამოუკიდებლადაც მშვენივრად ხატავს. „მე მხოლოდ ფუნჯის გაწმენდაში ვეხმარები, ფერებს თავად არჩევს. მას ძალიან მოსწონს ეს პროცესი და ძალიან დიდ დროს ატარებს მოლბერტთან, რაც ცენტრის თანამშრომლებისა და ვიზიტორების საუკეთესო გასართობი სანახაობა გახდა“,-ამბობს ვიკი გრენსლეიდი.
სხვათა შორის, ნიჭიერი ვირის ნამუშევრები, რომლებსაც Pic-ass-ი შეარქვეს ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. არტ-აუქციონები ყოველთვის მზად არიან მხატვარი ვირის ნამუშევრები შეიძინონ, თითოეული ნახატი 100-150 ევროდ იყიდება, შესაძლოა უფრო მეტადაც კი. დამეთანხმებით, ასეთ წარმატებაზე ბევრი თანამედროვე მხატვარი ოცნებობს.
აქვე გეტყვით, რომ პეტის არაფრით ჩამოუვარდება ჯასტინი. დიახ ისიც ოთხფეხა ცხოველია, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ საჯინიბოში ბინადრობს. ჯასტინი ცხენის ზედმეტსახელია, მან საჯინიბოს პერსონალის ყურადღება ხელოვნებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებითა და ხატვის ნიჭით 2010 წელს მიიპყრო. ჯასტინს მარტივად შეუძლია ფუნჯი კბილებით დაიჭიროს და ხატვის დროს ოსტატურადაც გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ცხენი აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევარი ამერიკელი მხატვრის ჯექსონ პოლოკის სტილში ხატავს და მის ნამუშევრებს მიმსგავსებულ ნახატებს ქმნის, რომლებსაც ზოგიერთი ხელოვნების მოყვარული ადამიანი 2,500 დოლარადაც კი ყიდულობს.
მისი მფლობელიც მხატვარია, ქალბატონი აბობს, რომ კვიცი ყოველთვის გულისყურით აკვირდებოდა მას მუშაობის პროცესში, თუმცა ხატვის ნიჭი ორი წლის შეამჩნია. „ჯასტინი ცდილობდა ეზოში, ქვიშაზე დაეხატა რაღაცეები, მე მივეცი მას შანსი თავისი ნიჭი გამოემჟღავნებინა და როგორც ნამდვილ მხატვარს, რეალური ტილო და საღებავები შევთავაზე. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და 9 წლის ჯასტინმა აბსტრაქციონისტი მხატვრის შემომედებითი კარიერა დაიწყო“-ამბობს ადონა კოუმსი.
გასულ კვირას ამერიკის ქალაქ კოლუმბუსში მისი პირველი გამოფენა მოეწყო. მხატვარმა ცხოველმა ექსპოზიციაზე ფერადი ნამუშევრები წარმოადგინა, მათ შორის გამოირჩეოდა წითელ და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი ნამუშევარი, რომელიც ძალიან ჰგავს ცხენის პორტრეტს.