პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებებით, მომავლის მიმართ ოპტიმიზმი, 2003 წლის 23 ნოემბერს შეიძლება უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს, თუმცა აღნიშნავს, რომ საკუთარი იმედების მსხვრევის გამოცდილება, განვლილი წლების განმავლობაში, ქართულმა საზოგადოებამ ზედმეტად ხშირად მიიღო.
პოლიტოლოგის თქმით, საზოგადოება ახლა უფრო მობილიზებული და ჩასაფრებულია, რადგან რაიმე ანალოგიური, „ქართული ოცნების“ პირობებში არ განმეორდეს.
„პოლიტიკურ პროცესებზე პასუხიმგებელნი არიან არა მხოლოდ პოლიტიკური ძალები არამედ, მთლიანად საზოგადოებაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სწორედ, ჩვენი საზოგადოება, რასაც დასთეს იმას მოიმკის. ოპტიმიზმი მომავლის მიმართ, 2003 წლის 23 ნოემბერს შეიძლება უფრო მეტი იყო ვიდრე, დღეს, მაგრამ საკუთარი იმედების მსხვრევის გამოცდილება განვლილი წლების განმავლობაში ზედმეტად ხშირად მივიღეთ. საზოგადოება ახლა უფრო მობილიზებული და ჩასაფრებულია, რადგან რაიმე ანალოგიური „ქართული ოცნების“ პირობებში არ განმეორდეს“,- განცახადა ცისკარიშვილმა.